LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ძველი შენობების დემონტაჟი დაიწყეს

142
სოხუმი

სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ინვესტორმა ამორტიზებული შენობების დემონტაჟი დაიწყო და უახლოეს პერიოდში ადგილზე სამშენებლო ტექნიკასაც შეიყვანენ – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, 2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტს შპს „ინფრასტრუქტურის განვითარება“ აღადგენს, რომელიც რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანიაა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ირწმუნება, რომ სოხუმის აეროპორტი 2024 წლის ბოლოს გაიხსნება. თუმცა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს. ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები