LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი “ახალი დიდი რვიანის” შექმნას აანონსებს – რომელ ქვეყნებს ასახელებს ვიაჩესლავ ვოლოდინი

629
BeFunky-collage (2)

უკრაინული მედია Unian წერს, რომ რუსეთმა “ახალი დიდი რვიანის” შექმნა დაანონსა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ მასში შევა ქვეყნები, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ სანქციების პოლიტიკას აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო.

“ესენი არიან რვა ქვეყანა, რომელიც არ მონაწილეობს სანქციებში – ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ინდონეზია, ბრაზილია, მექსიკა, ირანი, თურქეთი – მშპ-ით 24,4%-ით უსწრებს ძველ ჯგუფს”- წერს ვოლოდინი Telegram არხზე.

როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტამ მსოფლიოში ეკონომიკის ზრდის ახალი წერტილების ჩამოყალიბება გამოიწვია.

ვოლოდინის თქმითვე, აშშ ეკონომიკური თვალსაზრისით “იძირება” და მალე ჰეგემონიას მსოფლიოში ახალი ქვეყნები მოიპოვებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები