კალინინგრადი ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, სადაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მატჩები უნდა გაიმართოს. ამის აღსანიშნავად იქაც განთავსებულია რუსეთის მუნდიალის ლოგო. თუმცა ქალაქის ცენტრში მდებარე ”რუსეთი” ქარმა აშშ-დ აქცია. გამარჯვების მოედანზე დადგმული წითელი ასოები ძლიერი ქარის გამო დაზიანდა, რის გამოც სიტყვა Russia გადაიქცა სიტყვა USA-დ.
სინოპტიკოსებმა აღნიშნეს, რომ იმ დღეს დასავლეთის ქარი უბერავდა.