LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე – მტერმა გააძლიერა ჯარისკაცების ჯგუფი და საჰაერო დაზვერვა: უკრაინის გენშტაბი

182
tanki

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „რუსეთი არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე – მტერმა გააძლიერა ჯარისკაცების ჯგუფი და საჰაერო დაზვერვა“. მათივე ცნობით, უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, მტერმა რაკეტები ესროლა დნიპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ლვოვის, ვინიცის, კიევის, ზაკარპატიის, ოდესისა და დონეცკის ოლქებში მდებარე ობიექტებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სლობოჟანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ არტილერიისა და ნაღმმტყორცნების გამოყენებით ჭურვები ესროლა ქალაქ ხარკოვსა და სოფელ პროტოპოპივკას, ჩაატარა საჰაერო დაზვერვა ხარკოვის ოლქის ბარვინკოვსკის რაიონის კუტუზივკასა და ალექსანდრივკას დასახლებებში და შეეცადა შეტევითი ოპერაციების ჩატარებას დოვგენკეს დასახლების მიმართულებით, მაგრამ უშედეგოდ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით ოკუპანტები უკრაინის ჯარების ნაწილებს ბომბავდნენ.

ლიმანის მიმართულებით მტერი მიიწევს სოფელ შანდრიგოლოვის მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება. მტერმა გააძლიერა ჯარისკაცების ჯგუფი და გააძლიერა საჰაერო დაზვერვა. რუსმა ოკუპანტებმა თავდასხმები განახორციელეს პოპასნაიას მიდამოებში, ბრძოლა გრძელდება. მარიუპოლში რუსი ოკუპანტები აგრძელებენ საჰაერო დარტყმებს და ცეცხლს უხსნიან ჩვენს პოზიციებს „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე.

ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსულმა ძალებმა თავდასხმის ოპერაციები განახორციელა ორიხივის დასახლების მიმართულებით, თუმცა წარუმატებლად. გენშტაბში აცხადებენ, რომ ბესარაბიის მიმართულებით, ვითარება კვლავ დაძაბულია, მაგრამ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.

გასული დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებისა და შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა მტრის 7 უპილოტო საფრენი აპარატი და 8 საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 12 თავდასხმა მოიგერიეს, განადგურდა 6 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 15 ერთეული ჯავშანტექნიკა და 9 ერთეული მანქანა. მტერს დანაკარგები აქვს სხვა ტერიტორიებზეც,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

magti 5g