LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

142
ვლადიმერ პუტინი

რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, საცავის მშენებლობა პირველ ივლისამდე დასრულდება.

„რაც შეეხება ჩვენს მოლაპარაკებებს ალექსანდრე გრიგორიევიჩ ლუკაშენკოსთან, მიზეზი იყო დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ ისინი აპირებენ უკრაინისთვის გაღარიბებული (დაქვეითებული აქტივობის) ურანის საარტილერიო ჭურვების მიწოდებას. ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია ბირთვულ ტექნოლოგიებთან”, – აცხადებს პუტინი.

მანვე აღნიშნა, რომ ბელარუსში ბირთვული შეიარაღების განთავსება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებას არ დაარღვევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g