LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი და ბელარუსი მსოფლიო ბანკისგან სესხებსა და ინვესტიციებს ვეღარ მიიღებს

69
246338

მსოფლიო ბანკმა რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამა შეაჩერა. როგორც ბანკში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და “უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების” დაწყების გამო მიიღეს.

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ახალი სესხები, ან ინვესტიციები რუსეთში 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსია განახორციელა, აღარ დაუმტკიცებია.

რაც შეეხება ბელარუსს, მისთვის მსოფლიო ბანკმა სესხების დამტკიცება 2020 წლიდან შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას სანქციები დაუწესა.

მსოფლიო ბანკი მომდევნო თვეებში უკრაინას 3 მილიარდი დოლარით დაეხმარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g