მსოფლიო ბანკის ჯგუფი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევისთვის ემზადებიან.
BBC-ის ცნობით, მსოფლიო ბანკი მომდევნო თვეებში უკრაინას 3 მილიარდი დოლარით დაეხმარება, აქედან 350 მილიონს ქვეყანა მომდევნო კვირებში მიიღებს.
რაც შეეხება მსოფლიო სავალუტო ფონდს, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის მოთხოვნას გადაუდებელი დაფინანსების შესახებ სწრაფ რეჟიმში განიხილავენ. სავალუტო ფონდში იმედოვნებენ, რომ უკრაინისთვის ივლისამდე 2.2 მილიარდი დოლარის დაფინანსება გახდება ხელმისაწვდომი.