უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა 14-კაციანი ჯგუფი კიევში ჩაფრინდა.
CNN: გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14 ექსპერტი კიევში ჩავიდა
მისი განცხადებით, „რუსეთი მიზანმიმართულად დაბომბავს დერეფნებს, რომლებითაც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უნდა მივიდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე და ყირიმით გავლას შესთავაზებს“.
„უკრაინის პოზიცია უცვლელია. წვდომა მხოლოდ უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით. ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია. რუსული ჯარის გაყვანა. სადგურზე მხოლოდ უკრაინელი პერსონალი“, – წერს პოდოლიაკი.
?? is deliberately shelling corridors for IAEA mission to reach ZNPP. All to offer passage through Crimea/ORDLO. ?? position is the same. Access only through controlled territory of ??. Nuclear power plant demilitarization. Ru-troops withdrawal. Only ua-personnel at the station.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) August 30, 2022