LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი გააფართოებს ურთიერთობას ყველასთან, ვინც ამით დაინტერესებულია: ვლადიმერ პუტინი

162
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „რუსეთი პარტნიორებთან ურთიერთობას ახალ დონეზე აიყვანს და გააფართოებს ურთიერთობას ყველასთან, ვინც ამით დაინტერესებულია“.

ვლადიმერ პუტინს 2023 წლის ძირითადი ამოცანების განსაზღვრა სურს და აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტა შესაძლებელს გახდის 2030 წლამდე დასახული ეროვნული მიზნების მიღწევისკენ წარმატებით სვლას.

„პირველი ამოცანა ეხება ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ურთიერთობის ახალ დონეზე გადაყვანას. ამისათვის ჩვენ მოვხსნით შეზღუდვებს ლოგისტიკასა და ფინანსებში.

ჩვენ ვაფართოებთ და გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაფართოებას ყველასთან, ვინც ამით არის დაინტერესებული, ვისაც ნათლად ესმის, სად არის სხვების ინტერესები და სად არის მათი ეროვნული ინტერესები და რუსეთი ამყარებს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს ასეთ ქვეყნებთან“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g