LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს”, აცხადებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

67

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა განაცხადა, რომ რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს. მან ამგვარად კომენტარი გააკეთა რუსეთის შესაძლო პასუხზე.

„ჩვენ ვნახავთ თუ როგორ რეაგირებს რუსეთი იმაზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ის, რაც რუსეთმა სოლსბერიში გააკეთა, აღმაშფოთებელია. ჩვენ პასუხი გავეცით ამას. სიმართლე გითხრათ, რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს. მაგრამ თუ ჩვენს ზომებს უპასუხებენ, ჩვენ ზედმიწევით შევისწავლით მათ და ჩვენს შესაძლებლობებს განვიხილავთ“, – განაცხადა მან.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გუშინ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g