LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი გაზის მიწოდებას პოლონეთსა და ბულგარეთს შეუწყვეტს

87
gaziruseti

27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. ოფიციალურმა ვარშავამ უკვე დაადასტურა, რომ რუსეთი მისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას იმის გამო შეაჩერებს, რომ ქვეყანამ უარი განაცხადა გაზის საფასურის რუსულ რუბლში გადახდაზე.

პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანიის PGNiG ცნობით,  „გაზპრომმა“ შეატყობინა, რომ ბუნებრივი აირის იამალი-ევროპის მილსადენით მიწოდება 27 აპრილს დილით შეწყდება.

„გაზპრომმა“ ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანია „Bulgargaz-საც“ აცნობა, რომ 27 აპრილიდან მასაც შეწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები