LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ხანგრძლივ ომს გეგმავს… მზად არიან ბევრი მსხვერპლისთვის: იენს სტოლტენბერგი

158
სტოლტენბერგი - პუტინი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ „ვლადიმერ პუტინი გრძელვადიანი ომისთვის და ახალი იერიშებისთვის ემზადება“.

როგორც მან AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა, ნატოს წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, უნდა განაგრძონ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა მანამ, სანამ ვლადიმირ პუტინი არ გააცნობიერებს, რომ „ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს“.

სტოლტენბერგი ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა

„რუსეთი არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ. რუსეთი ხანგრძლივ ომს გეგმავს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი მეტი ძალების მობილიზებას ახდენენ, რომ მზად არიან ასევე ბევრი მსხვერპლისთვის, რომ ისინი ცდილობენ მიიღონ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა. უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის, დიდი ხნით იყოს ამ ომში და დაიწყოს ახალი შეტევები.

დიდი ალბათობით, ეს ომი დასრულდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც ომების უმეტესობა, მაგრამ ნებისმიერმა გამოსავალმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება. ამის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა [უკრაინელი] სამხედროების მხარდაჭერაა, რათა პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g