LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ქართველებისთვის თანხის სწორად გადანაწილებაზე გარანტიებს მოითხოვს – რუსეთის იუსტიციის სამინისტრო

96
5799224C-BBA8-4DC2-A518-C50467B7493A_w1023_r1_s

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 70 მილიონის ნაცვლად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ 10 მილიონი უნდა მიიღოს.

„ახლა მუშავდება ის სია, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირების გამო, დაზარალებულად მიიჩნევა. საქართველოს დამატებითი მოთხოვნები, სასამართლომ არ დააკმაყოფილა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილების შესრულებას, ხელს შეუშლის ის რომ, საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს პირდაპირი დიპლომატიური კავშირი. ამის გამო, რუსეთი მოითხოვს გარანტიებს, თანხების სწორად გადანაწილების შესახებ.

რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს - სტრასბურგი

2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან საქართველოს 4 634 მოქალაქე გამოაძევეს

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ – ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 1 500 მოქალაქეს, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g