LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ქვეყნიდან აშშ-ს 58 დიპლომატს აძევებს

103

რუსეთმა დასავლეთის და აშშ-ის საპასუხოდ აშშ-ის 58 დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის ხელისუფლებამ ამერიკის საელჩოს 58 თანამშრომელი ქვეყანაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამერიკელმა დიპლომატებმა ქვეყანა 5 აპრილამდე უნდა დატოვონ.

ამასთან, რუსეთმა უკან გამოითხოვა სანკტ-პეტერბურგში აშშ-ს გენერალური საკონსულოს გახსნის თანხმობა. ამერიკელმა დიპლომატებმა მათთვის გამოყოფილი შენობა 2 დღეში უნდა დატოვონ.

სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსი დიპლომატები აშშ-მა და ევროპის 27 ქვეყანამ გააძევა. ამერიკისა და ევროპის ქვეყნებმა, ჯამში, 150-მდე დიპლომატი გააძევეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g