LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე მუშაობას გააგრძელებს – კარასინი

179
karasin1

რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე მუშაობას გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი კარასინი აცხადებს, ინფორმაციას კი სააგენტო TASS-ზე დაყრდნობით BMG ავრცელებს.

კარასინი აღნიშნავს, რომ პანდემიამდე მხარეები ფრენების აღდგენის საკითხის გადაწყვეტასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ. „ვიმედოვნებთ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. სამწუხაროდ, კოვიდმა ამას ხელი შეუშალა. ვიმედოვნებთ, რომ ახლა ვითარება დასტაბილურდება“, – აღნიშნა კარასინმა.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g