რუსეთი საზღვაო პოლიგონებზე სტრატეგიული სამხედრო ძალების წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, წვრთვნები 15-დან 17 ოქტომბრამდე ჩატარდება, სწავლებაში მონაწილობას კი 12 000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.
„წვრთნები საზღვაო პოლიგონებზე ბარენცის, ბალტიის, შავი, ოხოტის და კასპიის ზღვებში გაიმართება“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ინფორმაციის მიხედვით, სამხედრო სწავლების დროს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვება განხორციელდება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამასკოში საელჩოს გახსნას გეგმავს
სირია ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარებას გეგმავს
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სირიის ტერიტორიაზე ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა ვინც არალეგიტიმურად იმყოფება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს ტერიტორია უნდა დატოვოს.