LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი თავის აგრესიულ საქციელს არ ცვლის – ჯეიმს აპატურაი

b061128dj

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ალიანსი აღიარებს, რომ რუსეთი თავის აგრესიულ საქციელს არ ცვლის, უფრო მეტიც, რიგ შემთხვევაში რუსეთი ამ აგრესიას ზრდის. ამის შესახებ აპატურაიმ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რუსეთსა და უკრაინას შორის შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტი ამაზე მეტყველებს. ალიანსის წევრები აღიარებენ, რომ რუსეთის შემთხვევაში ჩვენ რეალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეს სიტუაცია არ უმჯობესდება. ამიტომაც, ჩვენ ვახორციელებთ ნატოს კოლექტიური თავდაცვის ყველაზე მასშტაბურ გაძლიერებას, ასევე ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ამ რეგიონში, საქართველოს და უკრაინას. ჩვენ გვესმის, რომ გვჭირდება შესაძლებლობების სრული სპექტრი. თუმცა, ამავდროულად ჩვენ გვჭირდება დიალოგი. ჩვენ ამ დიალოგს იმისთვის ვიყენებთ, რომ მათ ვუთხრათ, ქცევა უნდა შეცვალონ და გვსურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა რუსეთმა საამისოდ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს და თავის მეზობლებს,“ – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები