LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი “ზღუდავს” წვდომას საინფორმაციო საიტებზე, დაიბლოკა სოციალური მედია და სხვა ვებგვერდები

81
5555

რუსეთის მედიის მარეგულირებელმა, “როსკომნადზორმა,” 4 მარტს განაცხადა, რომ “შეზღუდა” წვდომა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ვებგვერდებზე.

ხელისუფლება აგრძელებს აშკარა მცდელობებს, თავიდან აიცილოს რუსულენოვანი ადამიანებისთვის გარე ინფორმაციაზე წვდომა უკრაინაში შეჭრის გარშემო. ვებმონიტორინგის ჯგუფის, GlobalCheck-ისა და სხვა მონაცემების მიხედვით, დაიბლოკა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მრავალი ვებგვერდი და BBC-სა და Deutsche Welle-ს რუსული საიტები, ისევე როგორც Facebook, Twitter და Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მაღაზიები 3 მარტის ღამით. გაურკვეველია, რატომ გახდა სამიზნე სოციალური მედია და აპლიკაციების მაღაზიები.

მოსკოვს ხანგრძლივი დავა ჰქონდა ტექნოლოგიის მიმწოდებლებთან და პლატფორმებთან – ინფორმაციის გამჟღავნებისა და მომხმარებლის მონაცემების საკითხებთან დაკავშირებით. დაბლოკვა 3-4 მარტის ღამეს დაიწყო და მოჰყვა ერთკვირიან მუქარებს რადიო თავისუფლებისა და სხვა მედიასაშუალებების მიმართ და იძულებით დახურვებს პოსტ-საბჭოთა მეზობელზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის გაშუქების ფონზე.

“პუტინი მუდმივად კვებავს რუსებს ტყუილებით უკრაინაში მიმდინარე ომის მასშტაბსა და ხარჯებთან დაკავშირებით”, – განაცხადა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ, 4 მარტს. “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება უარს ამბობს ჩვენი მასალების ცენზურაზე ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენი რუსული აუდიტორიისთვის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები