იანვარ-ოქტომბერში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაიზარდა და მან 1.94 მილიარდ დოლარს მიაღწია. მათ შორის 74%-ით გაიზარდა იმპორტი და ის 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო ექსპორტი 10%-ით, 530 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
წელს საქართველოს მიერ შესყიდული 1.1 მილიარდის საწვავიდან, 495 მილიონი დოლარი სწორედ რუსულ ბენზინსა და დიზელზე მოდიოდა.
რუსეთის მთავარი საიმპორტო საქონელი საქართველოში ასე ნაწილდება:
1) ნავთობპროდუქტები – $495 მილიონი, მატება წინა წელთან 375%;
2) ხორბლის ფქვილი – $54 მილიონი, მატება წინა წელთან 800%;
3) ქვანახშირი და კოქსი – $49.5 მილიონი, მატება წინა წელთან 145%;
4) ბუნებრივი აირი – $49 მილიონი, კლება წინა წელთან 32%;
5) ხორბალი – $45 მილიონი, კლება წინა წელთან 39%;
სხვა დანარჩენი საქონელი – $722 მილიონი, მატება წინა წელთან 34%.
რაც შეეხება საქართველოს ექსპორტს რუსეთში, პირველ ადგილზე კვლავ ღვინოა, რომლის ექსპორტიც, ომის მიუხედავად გაზრდილია.
1) ღვინის ექსპორტი – $129 მილიონი, მატება წინა წელთან 22%;
2) ფეროშენადნობები – $105 მილიონი, კლება წინა წელთან 22%;
3) მსუბუქი ავტომობილები – $55 მილიონი, მატება წინა წელთან 292%;
4) სპირტიანი სასმელები – $47 მილიონი, მატება წინა წელთან 57%;
5) მინერალური და მტკნარი წყლები – $40 მილიონი, კლება წინა წელთან 20%.
სხვა დანარჩენი საქონელი – $154 მილიონი, მატება წინა წელთან 5%.