LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან მიღებული გაზის წილი უმნიშვნელოა – „საქართველო რუსეთზე ჩამოკიდებული არ არის“

77
ბუნებრივი-აირი-e1580726437655

დავით ნარმანიას განცხადებით, რუსეთიდან მიღებული გაზის წილი უმნიშვნელოა.

„ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ საქართველო რუსეთზე არის ჩამოკიდებული გაზის მიწოდების ნაწილში, ჯამში 2020 წელს 2 ნახევარი მილიარდი მეტრ კუბი გაზი იქნა მოხმარებული, საიდანაც რუსეთიდან მიღებული გაზი მხოლოდ 0,2 მილიარდი მეტრ კუბი იყო, ანუ ძალიან უმნიშვნელო, წლიდან წლამდე 90%-ზე მეტი გაზი მაინც მიიღება აზერბაიჯანიდან”, – ამბობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

მისივე განმარტებით, რუსეთიდან მიღებული გაზის ძირითადი ნაწილი სომხეთში გატარებული ტრანზიტის შედეგად საქართველოში დატოვებული გაზის მოცულობაა.

„როგორც წესი, 10%-იც არ არის ხოლმე. 6% იყო წინა საანგარიშო პერიოდში. ხანდახან, პოლიტიკური ოპონენტები ამ საკითხს აყენებენ ხოლმე და პედალირებენ ამაზე, თუმცა ციფრები სხვა რამეს საუბრობენ“, – აღნიშნა ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები