რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ხვალ, 5 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის სიტყვებით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომისიის სხდომა, ისაუბრებენ საკითხებზე, რომელთა რეალიზაციაში რუსეთი ეხმარება ცხინვალს. საუბარი “ორმხრივ” თანამშრომლობაზე იქნება.
ოკუპირებული ცხინვალის პარლამენტსა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2008 წლის სექტემბერში, აგვისტოს ომის შემდეგ, გაფორმდა.