LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთის ეკლესიას არა აქვს უფლება ავტოკეფალია უბოძოს არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ არავის ” – მსოფლიო პატრიარქი

119
ბართლომე

იმის მტკიცება, რომ საქართველოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია მოჰყვება, უსაფუძვლოა, – ამის შესახებ ბართლომე პირველმა “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა.

“ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ერევა საქართველოს ეკლესიის საქმეებში”

მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი მიიჩნევს, რომ ეს მოსაზრება საქართველოში არსებობს, თუმცა რუსეთის ეკლესიას არ აქვს უფლება ავტოკეფალია უბოძოს არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ არავის. ”

რუსეთს არა აქვს ამის უფლება. ეს ექსკლუზიურად კონსტანტინოპოლის უფლებამოსილებაა, როგორც ამას ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია და ქმედება საუკუნეების განმავლობაში.”

მსოფლიო პატრიარქის სიტყვებით, ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ერევა საქართველოს ეკლესიის საქმეებში და “ერევა იქ, სადაც კი შეუძლია”. მისივე შეფასებით, ხსენებულ ეკლესიას “სჭირს დაავადება მესამე რომისა”, აქვს სურვილი, რომ გაფართოვდეს და წინამძღოლობდეს სრულიად მართლმადიებლობას, “მაგრამ მისი ეს მისწრაფება ამაოა”.

მსოფლიოს პატრიარქმა რუსეთის ეკლესიის მცდელობები, რომის იდეას შეადარა. ბართლომეს განცხადებით, რუსეთს ექვსასი წლის განმავლობაში სურდა “მესამე რომის იდეა” აღესრულებინა და გამხდარიყო გამრთლმადიდებელთა ლიდერი.

“მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლი დაეცა, 600 წელი გავიდა – ეს სურვილი ვერ აისრულა და ვერც ვერასოდეს აისრულებს, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს თავისი კანონიკური სისტემა, თავისი ტრადიცია და ქმედება”, — დასძინა მან.

ინტერვიუში ბართლომე I-მა ხაზი გაუსვა, რომ ოფიციალურ წერილებში ილია მეორეს ყოველთვის მოიხსენიებს სრული ტიტულით. პატრიარქის განცხადებით, ვიდრე რუსეთის ეკლესია შეიჭრებოდა აფხაზეთში, იქ მიტროპოლიტად მსოფლიო საპატრიარქო იცნობდა ძმა დანიელს.

“გავიცანი კიდევაც ის, თუ არ ვცდები, ჩემი პირველი ვიზიტისას საქართველოში 1978 წელს. ამიტომ მსოფლიო საპატრიარქოსათვის არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ხსენებული რეგიონები საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიან”. – თქვა ბართლომე I-მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები