საბჭოთა ეპოქის რუსი კომპოზიტორი და არტისტი იური ლოზა, რომლის შემოქმედება დიდი ხანია, არავის ახსოვს, ამჯერად ქულების დაწერას ომის თემით ცდილობს. ლოზა ვალერი მელაძეს პოზიციის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის მაინც რუსეთში დაბრუნდება.
„რუსეთის გარდა, სად იშოვის ფულს, ვის რაში სჭირდება ? მუდამ რუსეთში შოულობდა ფულს და აქ დაბრუნდება ისევ. რაც ეხება მის ჰონორარს და 80 ათას ევროს, სხვის ფულს არასოდეს ვთვლი, თუ არსებობს ხალხი, ვინც მას ამ ჰონორარს უხდის, დაე გადაუხადოს. მის საქციელს ემოციურს დავარქმევდი“, – ამბობს ლოზა.
„მელაძე ყველგან დაბლოკეს, მან ყველაფერი დაკარგა“ – ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ვალერი მელაძეზე
რუსეთში ვალერი მელაძის ქვეყნიდან გაძევებას და მისთვის ჯილდოების ჩამორთმევას ითხოვენ