„რუსეთის იზოლაცია პრაქტიკულად შეუძლებელია“, – ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო, პროპაგანდისტულ არხ რასია 24-თან ინტერვიუში, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
მისი განმარტებით, რუსეთი უდიდესი ბირთვული ძალა და უდიდესი ტერიტორიის მქონე ქვეყანაა, რომელიც მოწინავეა მეცნიერებაში.
„მუდმივი ხმამაღალი განცხადებები რუსეთის იზოლაციასთან დაკავშირებით იმას გვიჩვენებს, რომ ეს შორსაა სიმართლისგან. ზოგადად, საკმაოდ რთულია ამის მიღწევა და როცა ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაზე ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან [რუსეთი] უდიდესი ბირთვული ძალაა, უდიდესი ტერიტორიის მქონე ქვეყანაა. ქვეყანა, რომელიც მოწინავეა მეცნიერებაში, სადაც საკმაოდ კარგადაა განვითარებული ინდუსტრია, სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი“, – აცხადებს სერგეი შოიგუ.