რუსეთში, კურგანის ოლქში მასშტაბური ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. გაიზარდა დაზარალებულთა რიცხვიც.
TASS-ის ინფორმაციით, რეგიონის სამედიცინო სამსახურებში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კურენკოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კურგანის რაიონში ბუნებრივი ხანძრის ლიკვიდაცია დღეს არის შესაძლებელი.