რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ხელისუფლების მიერ „ექსტრემისტად“ შერაცხული ორგანიზაციის მხარდამჭერებისა და წევრების ნებისმიერ თანამდებობაზე არჩევა იკრძალება, რაც ნიშნავს, რომ ის პირები, რომლებიც საპატიმროში მყოფ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან, ალექსეი ნავალნისთან არიან დაკავშირებული საჯარო თანამდებობების დაკავებას ვერ შეძლებენ. დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია პალატის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
პალატის მიერ 2 ივნისს დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, რუსეთის სასამართლოების მიერ ექსტრემისტულად ან ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაციების ლიდერებს და დამფუძნებლებს ხუთი წლის განმავლობაში არჩევით თანამდებობებზე ყოფნის უფლება აეკრძალებათ.
მსგავსი ორგანიზაციების თანამშრომლებსა და წევრებს 3 წლიანი აკრძალვა ემუქრებათ. კორუფციასთან ბრძოლის ფონდი კი “უცხოეთის აგენტად” უკვე გამოცხადდა.
კანონპროექტი, საბოლოოდ, მისაღებად რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნდა დაამტკიცოს.