LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის პატრიარქი ევროკავშირში არ შეუშვეს

67
კირილი და პუტინი

რუსეთის პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ ევროკავშირში შესვლაზე უარი უთხრეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს:

„უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, არ შეეშვათ პატრიარქი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ასეთი რამე ცივი ომის დროსაც კი არ მომხდარა“, – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ხელმძღვანელმა.

როგორც გამოცემა წერს, ვინ დაბლოკა კირილის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა, რუსეთის საპატრიარქოში არ დაუკონკრეტებიათ. თავად კირილმა ეს გადაწყვეტილება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პლენარულ ასამბლეას დაუკავშირა, რომელიც გერმანიის ქალაქ კარლსრუეში გაიმართა.

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, 31 აგვისტოს გამოსვლაში, ღიად გააკრიტიკა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია და დაადანაშაულა იგი უკრაინის ომის მხარდაჭერაში.

კირილის თქმით, შტაინმაიერმა „ვერ მოახდინა გავლენა კრებაზე და რუსული ეკლესიის დისკრიმინაცია მოახდინა“, შემდეგ კი გადაწყვიტეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ევროპაში არ გაეშვათ:

„თუ ისინი მართლები არიან და მე ვცდები, დამპატიჟეთ ტელევიზიაში, წამოდით ჩემთან დიალოგში, დაამტკიცეთ თქვენი საქმე. მათ ამის ეშინიათ, რადგან უფლება ჩვენს მხარეზეა და არა მათზე“, – განაცხადა პატრიარქმა კირილემ.

ამასთან, კირილის წინააღმდეგ ევროკავშირს სანქციები ოფიციალურად არ დაუწესებია. მეტიც, ცნობილია, რომ უნგრეთის მოთხოვნის საფუძველზე კირილის სახელი სანქცირებულთა სიის სამუშაო ვერსიიდანაც ამოიღეს.

ქვეყნები კი, რომლებმაც რუსეთის პატრიარქი სანქცირებულთა სიაში მაინც შეიყვანეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს, დიდი ბრიტანეთი და კანადაა.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, 23 ივნისს კირილი ლიეტუვაში არ შეუშვეს. მაშინ ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთის საპატრიარქო უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო, კირილი კი პუტინთან დაახლოებული პირი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საკუთარ ქადაგებებში კირილი ხშირად ამბობდა, რომ „რუსეთი თავს არავის დასხმია“ და ადანაშაულებდა დასავლეთსა და „ანტი-საეკლესიო“ ძალებს კონფლიქტის გაღვივებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g