LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის პატრიარქი: რუსეთის განადგურების სურვილი მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს

170
BeFunky-collage (3)

„რუსეთის განადგურების სურვილი მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს”, – ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა, კირილმა განაცხადა.

პატრიარქის თქმით, ეს მსოფლიოსთვის იქნება უდიდესი საფრთხე.

„არის ძალიან დიდი საფრთხე მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი კაცობრიობისთვის, რადგან ზოგიერთ გიჟს ჰქონდა აზრი, რომ დიდი რუსული სახელმწიფოს, რომელსაც აქვს მძლავრი იარაღი, დასახლებულია ძალიან ძლიერი ადამიანებით, რომლებიც თაობიდან თაობამდე ყოველთვის მოტივირებული იყვნენ გამარჯვებისთვის, რომლებიც არასოდეს დანებდნენ არცერთ მტერს, რომლებიც ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდნენ, არსებულ ვითარებაში, მათი დამარცხება ან, როგორც ახლა ამბობენ, „გადაკეთება“ შეიძლება. შესაძლებელია, მათ გარკვეული „ღირებულებები“ დაუწესდეთ, რასაც „ღირებულებებს“ ვერ დავარქმევთ, რათა ისინი იყვნენ როგორც ყველა სხვა და დაემორჩილონ მათ, ვისაც აქვს ძალაუფლება გააკონტროლოს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი“, – თქვა რუსეთის პატრიარქმა ქადაგებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები