LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ქმედებები ბირთვული ნივთიერებების გავრცელების რისკს ზრდის – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

104

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განცხადება გააკეთეს. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული რუსეთის ქმედებები ბირთვული ნივთიერებების გავრცელების რისკს ზრდის.  სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ქრისტოფერ ფორდის თქმით, ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტოს პროგრამას, რომელიც რადიაოქტიური ნივთიერებების უკანონო გავრცელებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს უწევს მონიტორინგს, რუსეთის ქმედებების გამო საფრთხე ემუქრება.

მაღი განცხადებით, ამ პროგრამის ბაზაში შეიტანეს 2006 წელს კრემლის მიერ ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლისთვის განკუთვნილი პოლონიუმის გამოყენება.

ფორდმა, ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ 1990-2000-იან წლებში რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის ფაქტები გამოვლინდა ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ რესპუბლიკებში – საქართველოსა და მოლოდვაში.

„1990-იანი წლებიდან რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის 18 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის გამდიდრებული ურანი ამოიღეს საქართველოსა და მოლდოვაში. ამ ინციდენტების შემდეგ საქართველო და მოლდოვა რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის აღკვეთის საქმეში აშშ-ის უახლოესი პარტნიორები გახდნენ,“ – განაცხადა ქრისტოფერ ფორდმა.

მიუხედავად პარტნიორობისა, „შავ ბაზარზე“ მოხვედრილი ბირთვული ნივთიერებების პრობლემა დღემდე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს, აცხადებს აშშ-ი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.

„რამდენიმე ინციდენტი მოხდა, როდესაც ჩეჩნურმა დაჯგუფებები რუსეთში ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებას შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უსაფრთხოების სისტემის სისუსტის გამო, დღეს ჩვენ არ შეგვიძლია, ზუსტად ვთქვათ, თუ რა რაოდენობის რადიაქტიური ნივთიერებები მოხვდა „შავ ბაზარზე,“ – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g