LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური: „ვაშინგტონს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი“

288
ქართული ოცნება

„ვაშინგტონს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი“, – ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ი საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს ვაშინგტონის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, საქართველოში მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიოს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია უკვე შეიმუშავა.

„ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია უკვე შეიმუშავა“.- აღნიშნეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.