LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: „არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით, მიზანი იყოს ხელისუფლების ცვლილება „მაიდნის“ სცენარის განხორციელების მცდელობით“

161
მიხაილ გალუზინი

„არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით, მიზანი იყოს ხელისუფლების ცვლილება „მაიდნის“ სცენარის განხორციელების მცდელობით“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან რუსულ მედიასთან – TASS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთი ხედავს დასავლელების მცდელობებს, რომ საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში სიტუაციის ესკალაცია მოახდინონ.

მისივე თქმით, შშ და ევროკავშირის ქვეყნები ბევრ სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლას ახორციელებენ:

სერგეი ლავროვი: რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს

„ამჯერად დასავლელებმა გადაწყვიტეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვასთან დაკავშირებით საქართველოთი დაკავდნენ, თუმცა თავად აშშ-ში და სხვა მსოფლიოს „უმცირესობის“ ქვეყნებში ამ თემაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტები უკვე არსებობს ან განიხილება.

ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის“, „ევროპულ“ და „ევროატლანტიკურ“ ღირებულებებთან შეუსაბამობის შესახებ თვალთმაქცური ბრალდებები მოდიოდა. ასევე, პერსონალური სანქციების გამოყენების მუქარა, საქართველოს „ევროატლანტიკური პერსპექტივების“ დაბლოკვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევისა და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გარდა ამისა, ამავე ინტერვიუში გალუზინი თბილისში, საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას გამოეხმაურა.

„ძნელია ამის სხვაგვარად აღწერა, გარდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევისა. ეს ყველაფერი ნეოკოლონიალური პრაქტიკის საშინელი მაგალითია, ქვეყნებზე საკუთარი ნების თავზე მოხვევისა, რომელთა სუვერენიტეტის შეზღუდვასაც ისინი ცდილობენ.

ჩვენი მხრივ, დაინტერესებული ვართ საქართველოს სტაბილური დემოკრატიული განვითარებით. ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან განსხვავებით, სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით“. – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.