LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის სამხედრო ბაზები გავა გუდაუთიდან და ცხინვალის რეგიონიდან – ზურაბიშვილი [ვიდეო]

1942
salome zurabishvili

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლის უდიდესი ნაწილი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ამ მხრივ არსებულ პრობლემებს დაუთმო. 

შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი ევროპის უსაფრთხოებაზე - მამუკა ბახტაძე

საქართველო არასდროს ყოფილა ქვეყანა, რომელიც მოიხმარდა უსაფრთხოებას, პირიქით, ყოველთვის იყო წინა ხაზზე იყო ღირებულებებისთვის ბრძოლაში.

ზურაბიშვილმა მკაფიოდ მოითოვა ევროპელი პარტნიორებისგან გვერდში დგომა და გაიხსენა 2005 წლის მაგალითი, როცა თანადგომით, საქართველოდან რუსული გემების გაყვანა შეძლეს.

„ჩვენ გვინდა, რომ ოკუპაციის საკითხი მშვიდობიანად გადაწყდეს. 2005 წელს, მოლაპარაკებების შედეგად, ვნახეთ, რომ ბათუმიდან გავიდა რუსული გემი, რომელსაც რუსული შეიარაღება გაჰქონდა. დარწმუნებული ვარ, თუ ყველანი მივიღებთ მონაწილეობას, თუ ჩვენ ავირიდებთ თავიდან შეცდომებს, აუცილებლად ვნახავთ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გავა გუდაუთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან.

რეგიონში სტაბილურობა, შავ ზღვაზე სტაბილურობა არის ისეთივე ღირებული და მნიშვნელოვანი ევროპისათვის, როგორც საქართველოსთვის და ყველა ჩვენი მეზობლისათვის. მთლიანად რეგიონს და ყველა ქვეყანას სჭირდება ჩვენი სტაბილურობა. ჩვენ გვჭირდება მედიაცია, ევროკავშირის დახმარება, რომ გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა. გვჭირდება ევროენთუზიამი, რომ ევროპასაც ახალი სულისკვეთება შევძინოთ. თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რომ გავიაროთ ეს რთული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რომ მივიდეთ იმ წერტილში, სადაც მივდივართ და თქვენთან ერთად ვიყოთ ევროკავშირში,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო, არასდროს ყოფილა აგრესორი და არასდროს შეჭრილა სხვისი ქვეყნის საზღვრებში. ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა საზოგადოების განწყობაზე და განაცხადა, რომ 20 ივნისს დაწყებული დემონსტრაციები საქართველოში, სწორედ იმის გამოხატულებაა, რომ ქართველ ხალხს აწუხებს ოკუპაციის თემა და ამ საკითხში წინსვლას ვერ ხედავს.

„აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ თემები უკვე აღარ არის პირველი რიგის თემები საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ეს არ არის ის

საკითხი, რომელიც ჩვენ ან დაგვავიწყდება ან როგორღაც გაქრება. დემონსტრაცია, რომელიც დაიწყო 20 ივნისს ეს არის ბუნებრივი გამოხატულება იმისა, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას წლების განმავლობაში. ეს არის გაწბილება იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური პროგრესი ტერიტორიული გამთლიანების გზაზე.

საქართველო არის მშვიდობიანი ერი და თავისთავად არის ქვეყანა, რომელიც არასოდეს არ დასხმია თავს არც ერთ ქვეყანას. იგი აგრძელებს რუსი ტურისტების ჩვეული მასპინძლობით მიღებას და ეს ხდება მიუხედავად 2008 წლის ომისა. ჩვენ გვინდა, რომ ოკუპაციის საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად და დიპლომატიური არხებისა და გზების გამოყენებით. დემოკრატიული, მშვიდობიანი, სტაბილური ყველაფრის მიუხედავად და ევროპული – აი ეს ვართ ჩვენ, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო. რუსეთთან განახლებული დაძაბულობა, მიუთითებს, რომ არსებული სტატუს-კვო მიუღებელია და ხელს არ უწყობს გრძელვადიან სტაბილურობას. საქართველო არ უნდა ეძებდეს ფსევდო ისტორიულ ადამიანებს, რათა დაამტკიცოს საკუთარი თავი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ისტორიისა და დიდი გზის პატრონია ჩვენი ქვეყანა.

რეგიონში სტაბილურობა , შავ ზღვაზე სტაბილურობა არის ისეთივე ღირებული და მნიშვნელოვანი ევროპისათვის, როგორც საქართველოსთვის და ყველა ჩვენი მეზობლისათვის. მთლიანად რეგიონს და ყველა ქვეყანას სჭირდება ჩვენი სტაბილურობა. ჩვენ გვჭირდება მედიაცია, ევროკავშირის დახმარება, რომ გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა. გვჭირდება ევროენთუზიამი, რომ ევროპასაც ახალი სულისკვეთება შევძინოთ. თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რომ გავიაროთ ეს რთული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რომ მივიდეთ იმ წერტილში, სადაც მივდივართ და თქვენთან ერთად ვიყოთ ევროკავშირში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„საქართველოს ევროპული გზა” „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც დღეს ბათუმში იმართება. ღონისძიებაზე საქართველო-ევროკავშირს შორის ახალი შეთანხმებები გაფორმდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g