LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან 145 ბავშვი დაიღუპა და 222 დაშავდა: უკრაინის პროკურატურა

47
ბავშვები უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან დღემდე 145 ბავშვი დაიღუპა, 222 ბავშვი დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 790 სასწავლო დაწესებულება, აქედან 75 მთლიანად განადგურდა.

უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რაიონებში და ქალაქ კიევში.

როგორც გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, ვინაიდან არ არსებობს აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბომბვის ადგილების შემოწმების შესაძლებლობა.

პენტაგონი: კიევის მახლობლად რუსეთის ჯარების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაჯგუფებაა და არა ჯარების რეალური გაყვანა – არავინ უნდა მოტყუვდეს კრემლის განცხადებით

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g