გაერთიანებული ერების ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ქვეყნიდან გასულთა უმეტესი ნაწილი ქალი და ბავშვია. 18-დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნის დატოვება საომარი მდგომარეობის დროს ეკრძალებათ.
გაეროს ცნობით, 3 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი იძულებული გახდა, საბრძოლო მოქმედებების გამო სწავლა შეეწყვიტა. ქვეყნის მასშტაბით კი ასობით ათას ადამიანს არ აქვს წვდომა წყალსა და ელექტროენერგიაზე.
„უკრაინის 15,7 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება და რიცხვი იზრდება“, – ნათქვამია გაეროს მოხსენებაში.