LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში კიევი შესაძლოა, 72 საათში დაეცეს – Fox News

253
რუსული - T-72B3

ამერიკული მედიასაშუალება Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ მილიმ კონგრესში დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში კიევი შესაძლოა, 72 საათში დაეცეს, დაიღუპოს 15 000 უკრაინელი და 4 000 რუსი ჯარისკაცი.

საპასუხოდ რამდენიმე დეპუტატმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად მყისიერად არ უპასუხა – როგორიცაა მაგალითად, საზენიტო და სარაკეტო გამშვები სისტემები, რომლებიც უკრაინას რუსეთის შეჭრისგან დაიცავდნენ.

შეხვედრაზე ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამ შეშფოთებას უპასუხეს და განაცხადეს, რომ უკრაინაში სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი მიწოდება, შეიძლება (რუსეთმა) უკრაინაში შეჭრის მიზეზად გამოიყენოს.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ უსაფრთხოების დახმარების მიზნით, შეერთებული შტატებისგან დეკემბერში 200 მილიონი დოლარი მიიღო, ის ასევე მიიღებს 600 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გაერთიანებული სამეფოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რომლებზეც ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული და მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და Javelin-ს (ჯაველინებს), ასევე, ძველი ვერსიის Stinge-ის პორტატულ საზენიტო რაკეტებს.

Fox News-ის ინფორმაციით, ბრიფინგებს ესწრებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი, გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი მარკ მილი, შიდა უსაფრთხოების მდივანი ალეხანდრო მაიორკასი, ხაზინის მოადგილე. მდივანი უოლი ადეემო, კომერციის მდივნის მოადგილე დონ გრეივზი და USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ელჩი იზობელ კოულმენი.

შეხვედრაზე ერთ-ერთმა მათგანმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს იმისთვის, რომ მოემზადოს ლტოლვილთა და მიგრანტთა მნიშვნელოვანი კრიზისისთვის. ევროპელი მოკავშირეები ასევე ხელმძღვანელობენ დისკუსიებს საცხოვრებლისა და მიგრანტების ნაკადების შესახებ იმ ვარაუდით, რომ  შესაძლოა უკრაინის მოქალაქეები ევროპის სხვა ნაწილებში გაიქცნენ.

პენტაგონი ევროპაში დამატებით სამხედრო კონტინგენტს აგზავნის

ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ამ საკითხზე საუბრისას თქვა, რომ მისი საქმეა არა იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება დღე-დღეზე, არამედ – მომზადება ნებისმიერი საგანგებო სიტუაციისთვის, რუსული ძალების უკრაინის დედაქალაქ კიევში შესვლის ჩათვლით.

სალივანის თქმით, რუსეთი შეიძლება, ნებისმიერ დღეს ან რამდენიმე კვირაში შეიჭრას უკრაინაში ან აირჩიოს დიპლომატიური გზა.

„მთავარი ის არის, რომ შეერთებული შტატები უნდა იყოს და მზადაა ნებისმიერი შემთხვევისთვის, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად. ჩვენ გავაძლიერეთ და გავამხნევეთ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ფლანგზე, გავაერთიანეთ დასავლეთი, ჩვენ მივაწოდეთ მატერიალური მხარდაჭერა უკრაინას, ასევე, შევთავაზეთ რუსეთს დიპლომატიური გზა, თუ ისინი მას აირჩევენ.

თუ ომი დაიწყება, ის უკრაინას უზარმაზარი ადამიანური ფასი დაუჯდება. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მომზადებიდან და ჩვენი პასუხიდან გამომდინარე, ეს სტრატეგიულ ფასი დაუჯდება რუსეთსაც“, – განაცხადა სალივანმა Foxnews-სთან ინტერვიუში.

რუსეთი უკრაინაში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიჭრას – ჯეიკ სალივანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g