გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინა 4 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა. მათივე ცნობით, 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი პოლონეთში, 608 ათასზე მეტი – რუმინეთში, 387 ათასზე მეტი – მოლდოვაში და 365 ათასამდე – უნგრეთში გადავიდა.
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ამჟამად ლვოვში იმყოფება.
„რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან ხუთი კვირის თავზე უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ ოთხ მილიონს მიაღწია. მე ახლახანს ჩამოვედი უკრაინაში. ლვოვში მე ხელისუფლებასთან, გაერო-სთან და სხვა პარტნიორებთან განვიხილავ ამ უაზრო ომის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული პირებისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაზრდის გზებს“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ.