რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებმა სიმბოლურად მავთულხლართები გააბეს და ომის ამსახველი ფოტოგამოფენა გამართეს. ასევე, სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე 2008 წლის ომის ამსახველი კადრები გადის.
აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები, მათი მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან. აქციის მონაწილეთა ნაწილი ინგლისურ და ქართულენოვან ბუკლეტებსა და სტიკერებს არიგებს, სადაც წერია, რომ რუსეთი ოკუპანტია. აქციის მონაწილეთა ნაწილს კი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაშარჟებული პლაკატები უკავია და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს