რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აგენტების სიაში შედიან ნატალია სინდეევა, Dozhd media holding-ის დამფუძნებელი, “დოჟდის” ჟურნალისტები ეკატერინა კოტრიკაძე და ვლადიმერ რომენსკი, იურისტი მიხაილ ბენიაში, პოლიტოლოგი ტარას ბერეზოვეცი და ვიდეო ბლოგერი ივან იაკოვინა.
ტელეკომპანია „დოჟდი“ 2008 წელს დაარსდა და რუსეთის ოპოზიციის და საპროტესტო მოძრაობებთან დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებდა. შარშან, „უცხოელ აგენტად“ თავად ტელეარხი აღიარეს.
„დოჟდმა“ რუსეთიდან მაუწყებლობა 3 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში შეწყვიტა. არხმა მაუწყებლობა 18 ივლისს მეზობელი ლატვიის სტუდიებიდან განაახლა.
