LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკები“ იმ საზღვრებში აღიარა, რაც მათ „კონსტიტუციაშია“ აღნიშნული: ვლადიმერ პუტინი

83
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკები“ იმ საზღვრებში აღიარა, რაც მათ „კონსტიტუციაშია“ აღნიშნული.

პუტინი იმედოვნებს, რომ ყველა სადავო საკითხი გადაიჭრება კიევის დღევანდელ ხელისუფლებასა და ამ „რესპუბლიკების“ ხელმძღვანელთა მოლაპარაკებების შედეგად.

„რა საზღვრებში ვაღიარებთ ამ რესპუბლიკებს? ჩვენ ხომ ისინი ვაღიარეთ, ეს კი ნიშნავს, რომ ვაღიარეთ მათი ყველა ფუნდამენტური დოკუმენტი, მათ შორის, კონსტიტუცია. კონსტიტუციაში კი გაწერილია საზღვრები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ფარგლებში მაშინ, როდესაც ისინი უკრაინის შემადგენლობაში იყვნენ. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ვიმედოვნებთ, ყველა სადავო საკითხი გადაიჭრება კიევის დღევანდელ ხელისუფლებასა და ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელთა მოლაპარაკებების შედეგად“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა დღესვე თქვა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებს“ რუსეთი გაუწევს სამხედრო დახმარებას.

„რაც შეეხება რუსეთის მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენებას საზღვარგარეთ. აბა, როგორ? რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს, რომლებშიც არის სათანადო პუნქტები, რომელთა მიხედვით, ჩვენ აღმოვუჩენთ მათ შესაბამის, მათ შორის, სამხედრო დახმარებას“ , – განაცხადა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები