LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა ევროკავშირის 18 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

111
FQZvn4OXEAEEkSp

ევროკავშირიდან 19 რუსი დიპლომატის გარიცხვის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 ევროპელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

„რუსული მხარე ათწლეულების განმავლობაში შექმნილ ორმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობის არქიტექტურის თანმიმდევრულ ნგრევაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირს აკისრებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროკავშირმა დაგმო რუსეთის ქმედება და მას უსაფუძვლო გადაწყვეტილება უწოდა.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის დაუსაბუთებელ, უსაფუძვლო გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციაში ევროკავშირის დელეგაციის 18 წევრის გაძევების შესახებ. ევროკავშირის აღნიშნული დიპლომატები ახორციელებენ თავიანთ ფუნქციებს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში, მისი სრული პატივისცემით“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ და დასძინა, რომ რუსეთის აღნიშნული ნაბიჯი კიდევ უფრო გააღრმავებს მის საერთაშორისო იზოლაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g