LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

62
სასოლი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთში ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ხელისუფლებამ სასანქციო სიაში კიდევ 7 პირი შეიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე  გამოქვეყნდა.

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ არალეგიტიმური ცალმხრივი სანქციების პოლიტიკას განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდა, რუსეთის ხელისუფლებამ სასანქციო სიაში ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელი, იორგ რაუპახი შეიყვანა..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები