LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა იაპონიის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა

119
photorep_imageid_616142_33766b9ddf7f9a51646922434_d_850

რუსეთმა იაპონიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეზღუდვები დაწესდა 63 იაპონელი მაღალჩინოსნის, ჟურნალისტისა და პროფესორის წინააღმდეგ, რომლებიც, მოსკოვის განცხადებით, ჩართული არიან რუსეთის წინააღმდეგ „მიუღებელ რიტორიკაში“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პირებს უვადოდ აეკრძალათ რუსეთში შესვლა.

ცნობისთვის, რუსეთის „შავ სიაში“ შედიან იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში, თავდაცვის მინისტრი ნობუო კიში და სხვა მაღალჩინოსნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g