რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეხმაურება და აცხადებს, რომ „რუსეთმა წუხელ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის სურვილს გულწრფელად არ იზიარებს“
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს“, – წერს მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
Cette nuit encore, la Russie a montré qu’elle ne partageait sincèrement pas la volonté de paix. Plein soutien au peuple ukrainien. pic.twitter.com/mtNTH8udOd
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) March 21, 2025
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის ოდესაზე, დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმები განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გუშინდელიდან რუსეთი უკრაინის რეგიონებს 200-ზე მეტი დრონით, ასევე მართვადი საჰაერო ბომბებით დაესხა თავს. დაბომბვის შედეგად დაზარალდა ოდესის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევის, ხმელნიცკის და ჩერნიგოვის რეგიონები, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.