“თეთრმა სახლმა” დაგმო რუსეთის მიერ პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა.
განცხადება ბაიდენის ადმინისტრაციის პრეს-მდივანმა , ჯენ ფსაკმა ბრიფინგზე გააკეთა.
„სამწუხაროდ, ეს არის პროგნოზირებული ნაბიჯი. ეს არის ენერგიის მიწოდების საკითხის იარაღად გადაქცევა“, – აღნიშნავს პრეს მდივანი
ჯენ ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თვეების განმავლობაში, აშშ მთელ მსოფლიოში პარტნიორებთან ერთად მუშაობს ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიცირების კუთხით.