LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ, პასუხი უნდა აგოს – იულია ტიმოშენკო

1312978216_timoshenko

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა და უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მისი ხელისუფლების მთავარი ამოცანა ყირიმისა და დონბასის დაბრუნება და ნატო-ს სტანდარტებით არმიის მშენებლობა იქნება.

„ჩვენ არა მხოლოდ ყირიმისა და დონბასის ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ, არამედ ასევე რუსეთს, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, პასუხი უნდა ვაგებინოთ,“ – განაცხადა იულია ტიმოშენკომ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

იულია ტიმოშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მძლავრი არმიის მშენებლობა, რომელიც ნატო-ს სტანდარტებს შეესაბამება.

„ძლიერი შეიარაღებული ძალები გვჭირდება, რათა არავის, არასოდეს მოუვიდეს თავში ჩვენი ტერიტორიების ხელყოფა.

ოკუპირებული ტერიტორიები ევროპის შავ ხვრელად იქცა. ნარკოტრაფიკი, კონტრაბანდა ამ ტერიტორიაზე გადის და მილიარდები მოაქვს მათთვის, ვინც ამ ხვრელს აკონტროლებს, ვინაიდან ვიღაცას აწყობს ომიდან მიღებული შემოსავალი.“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები