უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა.
ინფორმაციას NEXTA Live ტელეგრამზე ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ზელენსკი სწორედ იმ ქალაქს ეწვია, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის მტკიცებულებებია აღმოჩენილი.
“უკრაინის პრეზიდენტმა დაათვალიერა რუსული ტექნიკით განადგურებული გზა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ჩაიდინა ომის დანაშაულები და მოაწყო გენოციდი უკრაინაში”, – აღნიშნულია ტელეგრამზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
BBC-ს ჟურნალისტის კითხვაზე – ჯერ კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ შესაძლებელია რუსეთთან მშვიდობის განხილვა, ზელენსკიმ უპასუხა:
“დიახ, რადგან უკრაინამ მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ჩვენ 21-ე საუკუნის ევროპა ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ და სამხედრო ძალისხმევას”.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში