LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს არ უნდა აწყობდეს ომი, მათ აწყობთ შანტაჟი, რითაც შეაშინებს მსოფლიოს: პაატა ზაქარეიშვილი

78
პაატა ზაქარეიშვილი

„რუსეთს არ უნდა აწყობდეს ომი, მათ აწყობთ შანტაჟი, რითაც შეაშინებს მსოფლიოს“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ექსპერტმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, უკრაინა-რუსეთის საზღვართან ძალიან რთული ვითარებაა, თუმცა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი საომარ მოქმედებებს ნატოს მორიგი სამიტის შემდგომ დაიწყებს, რომელიც 29-30 ივნისს გაიმართება.

ზაქარეიშვილის თქმით, ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ იქნება გაჟღერებული პირობა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, რის შემდეგაც პუტინი საომარ მოქმედებებზე გადავა.

ანალიტიკოსის თქმით, რუსეთი იბრძვის, რომ უკრაინას არ მისცეს შანსი, დემოკრატიის გზით შეუერთდეს დასავლეთს, რადგან თუ ეს მოხდება მაშინ რუსეთშიც შეიქმნება დემოკრატიული პირობები, რისიც ეშინია დღევანდელ რუსეთს.

ძალიან რთული ვითარებაა. ასეთი ვითარება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში საერთოდ არ ყოფილა. იყო ცივილიზებული ურთიერთობები. ბოლო წლებია რთულდება და რთულდება, მაგრამ დღეს არიოს პიკი. შანსები იმისა, რომ ომი თავიდან იყოს აცილებული არის.

ჩემი აზრით, რუსეთი ცდილობს დააშანტაჟოს მსოფლიო, რათა დაელაპარაკოს უკრაინას, რომ დათანხმდეს რუსეთის პოზიციებს და მის მოთხოვნებს, რომ მინსკის შეთანხმებებიდან გამომდინარე, უკრაინამ უნდა ცნოს დონბასის ავტონომიები, რათა შემდეგ მოხდეს უკრაინის მანიპულაცია. ან თუ უკრაინა ამაზე არ დათანხმდება, ის შეიყვანს ჯარებს, დაიკავებს ამ ტერიტორიებს და დაახლოებით იმას განახორციელებს, რაც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში გააკეთა. რაც ჩვენთან გააკეთა, იმის გაკეთებას აპირებს უკრაინაში, ოღონდ ამის გაკეთება მას სურს ომის გარეშე.

რუსული ამორალური ლოგიკიდანაც კი ომი არ უნდა აწყობდეთ, შეიძლება მაინც განახორციელონ მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ შანტაჟის პერიოდი უფრო აქვს, ვიდრე ჯარების შეყვანის პერიოდი. უკრაინა მზად არის წინააღმდეგობის გასაწევად, სამწუხაროდ, ძალები უთანასწოროა, თუმცა უკრაინა აპირებს სერიოზულად იბრძოლოს, მაგრამ გაიწელება ომი, გაზაფხულზე იქნება ამინდის პრობლემები. ჩემი აზრით, ივლისამდე არ უნდა აწყობდეს ომი. ნატოს მორიგი სამიტი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 29-30 ივნისს გაიმართება, სადაც კიდევ ერთხელ იქნება დასაბუთებული, რომ არ წაიღებს უკან პირობას, რომელიც საქართველოსა და უკრაინას მისცა, რომ აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. მხოლოდ ამ სამიტის შემდეგ მიეცემა რუსეთს საშუალება თქვას, რომ მე დაგელოდეთ, სხვა გზა არ მაქვს და საომარი მოქმედებები განახორციელოს, რაც ზაფხულში უფრო მარტივი იქნება. მათივე ამორალური ლოგიკით ომი ახლა არ უნდა იყოს, თუმცა თავს ვერ დავდებ, რომ ხვალ ომი არ იქნება. 

გავრცელებული მოსაზრება, რომ რუსეთი თავისი ქმედებებით, საბჭოთა კავშირის აღორძინებას ცდილობს – აბსურდია. ამ წუთში, რაც პუტინს სურს, რომ არ დაკარგოს უკრაინა, რადგან სლავური ცივილიზაციის ნაწილია. რუსული ისტორიითაც კი, კიევი არის აკვანი დღევანდელი რუსეთის სახელმწიფოებრიობისა. უკრაინა მათთვის ორგანული ნაწილია. საქართველო მათთვის რუსეთის იმპერიის კონსტრუქციის ნაწილია. მათთვის უკრაინის დათმობა მტკივნეულია. რუსეთი იბრძვის, რომ უკრაინას არ მისცეს შანსი, დემოკრატიის გზით შეუერთდეს დასავლეთს, რადგან თუ ეს მოხდება მაშინ რუსეთშიც შეიქმნება დემოკრატიული პირობები, რისიც ეშინია დღევანდელ რუსეთს.

რუსეთი ყველაზე კარგად თვლის, რა შედეგები შეიძლება დადგეს ამ საომარი მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში. ზედმიწევნით კარგად იციან რა რისკებთან აქვთ საქმე. ამიტომ, რუსეთს არ უნდა აწყობდეს ომი და მათ აწყობთ შანტაჟი, რითაც შეაშინებს მსოფლიოს. თუ არ დაიწყებს ომის, სანქციებიც არ იქნება.

რუსეთი ცდილობს, შეაშინოს დასავლეთი, რათა დააჯერონ უკრაინა, რომ „გონს მოეგონ“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g