LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართული მხარე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს

86
BeFunky-collage

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართული დელეგაცია რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს და ოკუპანტების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს განიხილავს.

როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა, რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს არ ასრულებს და ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს.

არის თუ არა ევროპული განაჩენი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსი - როგორ უნდა მოიქცეს საქართველო

„რუსეთმა ისე „წაიკითხა დოკუმენტი“, როგორც „კითხულობს“ ხოლმე. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა".

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, ერთი წლის თავზე, კვლავ ხდება საკითხის დაყენება ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან ერთად. ჩვენ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები მათ შორის, არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს. ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელთა ძვრა ჯერ-ჯერობით არ არის“.- განაცხადა კახა კუჭავამ.

 

პოპულალურები