ლატვიამ, სლოვენიამ და რუმინეთმა რუსეთს საჰაერო სივრცე დაუკეტა.
რუსეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურეს ჩეხეთმა და პოლონეთმა.
ასევე, ცნობილია, რომ რუსეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს ესტონეთიც. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ევროპას რუსეთის ინტერვენციაზე ერთიანი და მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეს.
ამასთან, სანქციების ფარგლებში მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმა, რის საპასუხოდაც რუსეთმა ბრიტანეთსაც აუკრძალა ფრენები.
ზელენსკი: თურქეთმა რუსული სამხედრო გემებისთვის შავი ზღვა ჩაკეტა
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში