LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: ვმუშაობთ, რომ სანქციები რუსეთის ატომურ სფეროზეც გავრცელდეს

129
ვოლოდიმირ ზელენსკი

„ვმუშაობთ, რომ სანქციები რუსეთის ატომურ სფეროზეც გავრცელდეს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-10 პაკეტი „საბოლოო არაა“ და მომავალშიც გაგრძელდება, „რათა რუსული აგრესიის პოტენციალისგან არაფერი დარჩეს“.

„ახლა მეათე პაკეტში არის ძლიერი ახალი სასანქციო ნაბიჯები სამხედრო მრეწველობის, ტერორისტი სახელმწიფოს საფინანსო სექტორის, პროპაგანდისტები წინააღმდეგ, რომლებმაც ომში ჩაახრჩვეს რუსული საზოგადოება, ცდილობენ თავიანთი ტყუილი მთელ მსოფლიოში გაავრცელონ. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი დიპლომატები მუშაობენ, რათა გლობალური სანქციები გავრცელდეს მათზე, ვისაც შეხება ჰქონდა რუსეთის სარაკეტო პროგრამასთან და ბირთვულ შანტაჟთან.

„უკვე არის პარტნიორების შესაბამისი ნაბიჯები – აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ველით შესაბამის ნაბიჯებს ევროკავშირისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები